UPSCALE / OUR EXPERTISE
ერთი გუნდი.ბევრი შესაძლებლობა. ბრენდის პირველი იდეიდან სრულ ციფრულ გამოცდილებამდე. შეარჩიე საჭირო სერვისი და ნახე, რას მოიცავს შენი პაკეტი.
პაკეტები და ფასები
02 / WHAT WE DO
იდეიდან შესრულებამდე
შენს ბრენდსმეტი შეუძლია. სტრატეგია, დიზაინი და ტექნოლოგია. ყველა საჭირო მიმართულება ერთ გუნდში.
01
სოციალური მედია SOCIAL & CONTENT კონტენტი, რომელსაც შენი ბრენდის ხასიათი აქვს. სტრატეგია, ვიზუალები და რეკლამა ერთი გუნდისგან.
750 ₾-დან / თვე +
02
ვებსაიტები WEB & E-COMMERCE საიტი, რომელიც შენს ბიზნესს ზუსტად გამოხატავს. ლენდინგიდან ონლაინ მაღაზიამდე, ყველა ეკრანისთვის.
1 200 ₾-დან +
03
ბრენდინგი BRAND IDENTITY სახელი, ნიშანი და ვიზუალური ენა. ვქმნით იდენტობას, რომელიც სხვადასხვა სივრცეში ერთი ხმით საუბრობს.
600 ₾-დან +
04
SEO ოპტიმიზაცია SEARCH & DISCOVERY გამართული საიტი და შინაარსი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შენს პროდუქტსა და სერვისს ეძებენ.
450 ₾-დან +
05
კონტენტის შექმნა DESIGN & PRODUCTION ფოტო, ვიდეო, ტექსტი და გრაფიკული დიზაინი. ერთი იდეიდან კონტენტის სრულ სერიამდე.
ინდივიდუალური შეთავაზება +
06
წარმოება და მერჩი PRINT & MERCHANDISE ბრენდი, რომელსაც ეხები. პრინტი, შეფუთვა და ტექსტილი შენი ვიზუალური იდენტობით.
ინდივიდუალური შეთავაზება +
03 / THE RIGHT FIT
გასაგები მოცულობა. მკაფიო ღირებულება.
შენი ამოცანა.შენი პაკეტი. აირჩიე საწყისი მიმართულება. დეტალებს ერთად მოვარგებთ შენს ბიზნესს.
სოციალური მედია ვებსაიტები ბრენდინგი SEO
50% ფასდაკლება სოციალური მედიის ყველა პაკეტზე
Starter
რეგულარული კომუნიკაცია ძირითადი არხებისთვის.
ძველი ფასი: 1 500 ₾−50%
750 ₾ / თვე
ეს პაკეტი მაინტერესებს
Facebook და Instagram 8 ვიზუალური პოსტი თვეში 8 Stories კადრი თვეში კონტენტი დამკვეთის ფოტოებით 2-მდე Meta სარეკლამო კამპანიის მართვა ყოველთვიური ანგარიში და შემდეგი თვის გეგმა
Essential
მეტი კონტენტი და პირველი ვიდეოფორმატები.
ძველი ფასი: 1 800 ₾−50%
900 ₾ / თვე
ეს პაკეტი მაინტერესებს
Facebook და Instagram 8 ვიზუალური პოსტი თვეში 10 Stories კადრი თვეში 2 Reels დამკვეთის ვიდეომასალით 2-მდე Meta სარეკლამო კამპანიის მართვა ყოველთვიური ანგარიში და შედეგების განხილვა
Growth გაფართოებული
ბრენდის საკუთარი კონტენტი და მეტი ვიდეო.
ძველი ფასი: 2 200 ₾−50%
1 100 ₾ / თვე
ეს პაკეტი მაინტერესებს
Facebook, Instagram და TikTok 10 ვიზუალური პოსტი თვეში 12 Stories კადრი და 3 Reels თვეში 1 გადაღება თვეში, 2 საათამდე 3-მდე Meta სარეკლამო კამპანიის მართვა კრეატივების 2 ვარიანტის ტესტირება ყოველთვიური ანგარიში და შედეგების განხილვა
Advanced
რეგულარული ვიდეოწარმოება და კამპანიების განვითარება.
ძველი ფასი: 2 600 ₾−50%
1 300 ₾ / თვე
ეს პაკეტი მაინტერესებს
Facebook, Instagram და TikTok 12 ვიზუალური პოსტი თვეში 16 Stories კადრი და 4 Reels თვეში 1 გადაღება თვეში, 3 საათამდე 3-მდე Meta სარეკლამო კამპანიის მართვა კრეატივების 2 ვარიანტის ტესტირება ანგარიში და შედეგების განხილვა თვეში ორჯერ
Scale
ოთხი არხი და კონტენტის სტაბილური წარმოება.
ძველი ფასი: 3 000 ₾−50%
1 500 ₾ / თვე
ეს პაკეტი მაინტერესებს
Facebook, Instagram, TikTok და YouTube Shorts 14 ვიზუალური პოსტი თვეში 20 Stories კადრი და 6 Reels თვეში 2 გადაღება თვეში, თითო 2 საათამდე 4-მდე Meta სარეკლამო კამპანიის მართვა კრეატივების 3 ვარიანტის ტესტირება ანგარიში და შედეგების განხილვა თვეში ორჯერ
Complete
ინტენსიური კონტენტი და ყოველკვირეული კოორდინაცია.
ძველი ფასი: 3 500 ₾−50%
1 750 ₾ / თვე
ეს პაკეტი მაინტერესებს
Facebook, Instagram, TikTok და YouTube Shorts 16 ვიზუალური პოსტი თვეში 24 Stories კადრი და 8 Reels თვეში 2 გადაღება თვეში, თითო 3 საათამდე 5-მდე Meta სარეკლამო კამპანიის მართვა კრეატივების 4 ვარიანტის ტესტირება ყოველკვირეული განხილვა და ყოველთვიური ანგარიში
ყველა პაკეტში შედის კონტენტგეგმა, ტექსტები, დიზაინი და გამოქვეყნება. მითითებული მოცულობა თვიურია: პოსტები და Reels ცალ-ცალკე ითვლება; არხებზე ადაპტაცია დამატებით კონტენტად არ ითვლება. ერთი Story ერთი კადრია. სარეკლამო ბიუჯეტი მომსახურების ფასში არ შედის. გადაღების ლოკაცია, მსახიობები, რეკვიზიტი და დამატებითი ხარჯები წინასწარ თანხმდება.
Service Business
კომპანიებისთვის, კონსულტანტებისა და პროფესიული მომსახურებისთვის.
1 200 ₾-დან · ერთჯერადი
ეს პაკეტი მაინტერესებს
5-მდე ძირითადი გვერდი 6-მდე მომსახურების აღწერა გუნდი და პორტფოლიო, 10-მდე ნამუშევარი შეთავაზების მოთხოვნის ფორმა WhatsApp, რუკა და სოციალური ბმულები ბლოგის სტრუქტურა
Food & Dining
რესტორნებისთვის, კაფეებისა და კვების ობიექტებისთვის.
1 500 ₾-დან · ერთჯერადი
ეს პაკეტი მაინტერესებს
5-მდე ძირითადი გვერდი მენიუ ფასებით, 30-მდე კერძის ატვირთვა ფოტოგალერეა და სპეციალური შეთავაზებები მაგიდის დაჯავშნის მოთხოვნის ფორმა ლოკაცია, სამუშაო საათები და ზარის ღილაკი სოციალური ქსელებისა და მიტანის ბმულები
Care & Beauty
კლინიკებისთვის, სალონებისა და ესთეტიკური ცენტრებისთვის.
1 800 ₾-დან · ერთჯერადი
ეს პაკეტი მაინტერესებს
6-მდე ძირითადი გვერდი 12-მდე მომსახურება ფასებით 8-მდე სპეციალისტის პროფილი ვიზიტის მოთხოვნის ფორმა ხშირად დასმული კითხვები და ბლოგი ფილიალები, სამუშაო საათები და რუკა
Stay & Travel
სასტუმროებისთვის, საოჯახო სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიებისთვის.
2 200 ₾-დან · ერთჯერადი
ეს პაკეტი მაინტერესებს
7-მდე ძირითადი გვერდი 10-მდე ოთახის ტიპი ან ტური გალერეა და შეთავაზების დეტალები ფასებისა და პირობების წარდგენა დაჯავშნის მოთხოვნა თარიღების მითითებით მდებარეობა და საკონტაქტო არხები
Property
უძრავი ქონების სააგენტოებისა და დეველოპერებისთვის.
2 800 ₾-დან · ერთჯერადი
ეს პაკეტი მაინტერესებს
8-მდე ძირითადი გვერდი 30-მდე ობიექტის საწყისი ატვირთვა ფილტრები ფასით, ფართობითა და მდებარეობით ობიექტის გვერდი გალერეითა და გეგმით ხელმისაწვდომობის სტატუსის მართვა დათვალიერების მოთხოვნის ფორმა და რუკა
Online Store
საცალო ბრენდებისა და ონლაინ მაღაზიებისთვის.
3 200 ₾-დან · ერთჯერადი
ეს პაკეტი მაინტერესებს
50-მდე პროდუქტის საწყისი ატვირთვა ძიება, ფილტრები, ზომისა და ფერის ვარიანტები კალათა და შეკვეთის გაფორმება ერთი ბანკის სტანდარტული გადახდის ინტეგრაცია მიწოდების ზონები და ფიქსირებული ტარიფები შეკვეთების მართვა და ფასდაკლების კუპონები
ყველა პაკეტში შედის მობილურზე მორგებული დიზაინი, მართვის პანელი, საბაზისო SEO და ანალიტიკის დაკავშირება. საწყისი ფასი გათვლილია ერთ ენაზე და დამკვეთის მასალებზე; საბოლოო მოცულობა და ფასი ბრიფით ზუსტდება. დომენი, ჰოსტინგი, ფასიანი ლიცენზიები, თარგმანი და შემდგომი მოვლა ცალკე თანხმდება. ჯავშნის ფორმები იღებს მოთხოვნებს; ავტომატური დაჯავშნა, CRM, საკურიერო და სამედიცინო სისტემების ინტეგრაციები დამატებით ფასდება. ონლაინ გადახდის ჩართვას სჭირდება ბანკის თანხმობა; საბანკო საკომისიო ცალკეა.
Logo
ბრენდის პირველი, მკაფიო ნიშანი.
600 ₾-დან · ერთჯერადი
ეს პაკეტი მაინტერესებს
ბრიფი და ვიზუალური მიმართულება ლოგოს დიზაინი ფერადი და მონოქრომული ვერსიები ციფრული და საბეჭდი ფაილები
Identity გაფართოებული
ლოგოდან ერთიან ვიზუალურ სისტემამდე.
1 200 ₾-დან · ერთჯერადი
ეს პაკეტი მაინტერესებს
ლოგო და მისი ვერსიები ფერთა პალიტრა და ტიპოგრაფია სოციალური მედიის საწყისი შაბლონები სავიზიტო ბარათის დიზაინი იდენტობის მოკლე გზამკვლევი
Brand System
ბრენდი, რომელიც ყველა არხში ერთიანია.
2 200 ₾-დან · ერთჯერადი
ეს პაკეტი მაინტერესებს
Identity პაკეტის შემადგენლობა ბრენდის ტონი და მთავარი მესიჯები ვიზუალური სისტემის გაფართოება შეთანხმებულ ფორმატებზე ადაპტაცია ბრენდბუქი
საორიენტაციო საწყისი ფასები. კონცეფციების, კორექტირებებისა და საბოლოო მასალების მოცულობა ბრიფში თანხმდება.
Audit
გაიგე, რა უშლის ხელს შენს საიტს.
450 ₾-დან · ერთჯერადი
ეს პაკეტი მაინტერესებს
ტექნიკური შემოწმება ინდექსაციისა და მეტამონაცემების აუდიტი კონტენტის ძირითადი ხარვეზები პრიორიტეტების წერილობითი გეგმა
SEO Start გაფართოებული
საიტის საძირკვლის თანმიმდევრული გამართვა.
900 ₾-დან / თვე
ეს პაკეტი მაინტერესებს
საწყისი აუდიტი და გეგმა პრიორიტეტული გვერდების ოპტიმიზაცია ტექნიკური ხარვეზების დამუშავება შიდა ბმულების გამართვა ყოველთვიური ანგარიში
SEO + Content
ტექნიკური გამართვა და საჭირო შინაარსი.
1 400 ₾-დან / თვე
ეს პაკეტი მაინტერესებს
SEO Start-ის შემადგენლობა თემებისა და ძიების განზრახვის კვლევა არსებული კონტენტის განახლება ახალი კონტენტის შეთანხმებული გეგმა შედეგებზე დაფუძნებული პრიორიტეტები
საორიენტაციო საწყისი ფასები. მოცულობა დამოკიდებულია საიტის ზომასა და მდგომარეობაზე. საძიებო პოზიციების გარანტიას არ ვიძლევით.
UPSCALE ECOSYSTEM / UPTV
შენი მენიუ. ახალ ეკრანზე. TV და QR მენიუების სერვისი უკვე UPtv-ზეა. ნახე ნამუშევრები, შეადარე პაკეტები და აირჩიე შენი ობიექტისთვის.
აღმოაჩინე UPtv.ge TV მენიუები · QR მენიუები · მართვა
UPtv DIGITAL MENU SYSTEM
04 / HOW WE WORK
ერთად, ყოველ ეტაპზე
კარგი პროცესი.ძლიერი ნამუშევარი.
01 ვუსმენთ ვარკვევთ ამოცანას, აუდიტორიას და იმას, რის შეცვლაც გინდა.
02 ვგეგმავთ ვათანხმებთ მიმართულებას, სამუშაოს მოცულობას, ბიუჯეტსა და ვადებს.
03 ვქმნით ვამუშავებთ იდეას, ვაჩვენებთ შედეგს და უკუკავშირით ვხვეწთ.
04 ვუშვებთ ვამოწმებთ დეტალებს და პროექტს შეთანხმებული გეგმით ვაქვეყნებთ.
GOOD TO KNOW
კითხვებიდასაწყისამდე.
შეგვიძლია მხოლოდ ერთი სერვისით დაწყება?+ კი. შეგიძლია კონკრეტული ამოცანით დაიწყო: ლოგო, ვებსაიტი, კამპანია ან კონტენტი. შემდეგი ნაბიჯები შენი საჭიროების მიხედვით დაიგეგმება.
რას მოიცავს მითითებული ფასი?+ თითოეულ პაკეტში ჩამოთვლილია საწყისი მოცულობა. ვების, ბრენდინგისა და SEO-ს ფასები საორიენტაციოა. საბოლოო შეთავაზებას ფუნქციების, მასალებისა და სამუშაოს მოცულობის შეთანხმების შემდეგ მიიღებ.
რეკლამის ბიუჯეტი პაკეტში შედის?+ პლატფორმებზე სარეკლამო ხარჯი მომსახურების ფასისგან ცალკეა. ბიუჯეტს შენთან ვათანხმებთ კამპანიის დაწყებამდე.
რა გვჭირდება სამუშაოს დასაწყებად?+ ბიზნესის მოკლე აღწერა, მთავარი ამოცანა, არსებული მასალები და სასურველი ვადა. თუ ზუსტი ბრიფი ჯერ არ გაქვს, პირველ საუბარში ერთად ჩამოვაყალიბებთ.
სად ვნახო TV მენიუების ფასები?+ TV და QR მენიუები ჩვენს ცალკე პლატფორმაზე, UPtv.ge-ზეა წარმოდგენილი. იქ ნახავ ნამუშევრებს, სერვისის აღწერასა და მოქმედ პაკეტებს.